ფოთში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოვლინდა

  • უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს ფოთში, მდინარე რიონზე, მოქალაქე ალუმინის ნიჩბიანი ნავისა და 300 მ. სიგრძის სახლართი ბადის გამოყენებით ახორციელებდა თევზჭერას.

ჩამორთმეული 8 კგ. ლოქოს და 3 კგ. ზღვის ორაგულის სახეობის თევზი და სახლართი ბადე დაილუქა.

“გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 01 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით, უკანონო თევზჭერის 204 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 56 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს”.-ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება