ფოთში ტექნოლოგიური კვირეული ჩატარდება

  • ფოთში, 27 ნოემბრიდან 1-ლი დეკემბრის ჩათვლით, ტექნოლოგიური კვირეული ჩატარდება.

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამის მიზანია, ადგილობრივი ახალგაზრდებისათვის თანამედროვე ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობა, მათთვის ინოვაციური აზროვნების და სტარტაპის შენების ძირითადი უნარების განვითარება, STEAM მიმართულებების სწავლების მნიშვნელობის გაზრდა და ახალგაზრდა ინოვატორების აქტიურად ჩართვა საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემაში.

პროექტი, ფოთის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივით და გაეროს განვითარების პროგრამის-ის (UNDP) და დანიის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.