- 19 ივლისს, 10:00 საათიდან, ქალაქ ფოთში გაიმართება სისხლის უანგარო დონაციის აქცია.
“ნებისმიერ მსურველს მთელი დღის განმავლობაში საშუალება ექნება გაიღოს სისხლი სიცოცხლის გადასარჩენად.
კამპანიაში ჩართვის მსურველი მოხალისეები შეგიძლიათ მობრძანდეთ მისამართზე: ქალაქი ფოთი, აღმაშენებლის 12, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა.’-აღნიშნულია ინფორმაციაში.
სისხლის უანგარო დონაციის აქცია ,, გაუზიარე სიცოცხლე, გაიღე სისხლი“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით და შპს ,,სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურის” ორგანიზებით ტარდება.