- ფოთში, მალთაყვის ტერიტორიაზე, ა(ა)იპ ქალაქ ფოთის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებმა სამშენებლო ნარჩენების დაყრის ფაქტი გამოავლინეს და სამართალდამრღვევი პირი დააჯარიმეს.
“სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მსგავსი ქმედება პერიოდულად ფიქსირდებოდა. აღნიშნულ ყველა ასეთ ფაქტს მერიის შესაბამისი სამსახურების მხრიდან მკაცრი რეაგირება მოჰყვება. გარემოზე ზრუნვა ყველა ჩვენგანის ვალდებულებაა. გავუფრთხილდეთ ჩვენს ქალაქს.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.