- ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი წელს უკვე მესამედ განახორციელებს კინოსკოლის პროექტს ახალგაზრდებისათვის.
ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფოთის საყმაწვილო კინოსკოლის კურსი შედგება თეორიული სასწავლო კურსისა და პრაქტიკული სამუშაოებისაგან. თეორიული სასწავლო კურსის ფარგლებში მონაწილეებს ექნებათ საშუალება შეისწავლონ სამსახიობო ხელოვნება, კინოდრამატურგია, კინოსაოპერატორო ხელოვნება, კინორეჟისურა და მონტაჟი, კინოსა და კულტურის მენეჯმენტი. ხოლო პრაქტიკულ სამუშაოზე შეისწავლიან მოკლემეტრაჟიან 5-10 წუთიან, სამოყვარულო ფილმის გადაღებას.
თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს ჩაატარებს 6 მოწვეული კვალიფიციური პედაგოგი.
პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლია 14-დან 17 წლამდე ასაკის მქონე 30 მონაწილეს.