- ფოთში საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი გაიხსნა. მასში 10 ქვეყნის 400-მდე მოჭადრაკე ასპარეზობს. მათ შორის საერთაშორისო დიდოსტატები და ოსტატები, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონები სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებში.
ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცით, წელს ფესტივალს ათი დღის განმავლობაში, ფოთის ახალი მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი მასპინძლობს. მისი საპრიზო ფონდი 45 000 ლარს შეადგენს.
საჭადრაკო ფესტივალის ფარგლებში, მონაწილეებისთვის დაგეგმილია სხვადასხვა სპორტული თუ კულტურული ღონისძიება.