- ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დღეს, ნიკო ნიკოლაძის სახელობის ფოთის N2 საჯარო სკოლის 718 მოსწავლემ სასწავლო პროცესი სრულიად განახლებულ გარემოში დაიწყო.
უწყების ცნობით, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, სრულად რეაბილიტირდა სკოლის შიდა ინტერიერი – დერეფნები, საკლასო ოთახები, სამასწავლებლო.
კეთილმოეწყო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა რესურს ოთახი, საინფორმაციო ტექნოლოგიების კაბინეტი, სააქტო და სპორტული დარბაზები. განახლდა შენობის სახურავი.
ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოიხატა სკოლის კედელი.