- ფოთში ნეიროგანვითარების ცენტრი გაიხსნა ცენტრი.
ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, კლინიკა “ლაზიკამედის’’ ბაზაზე ფუნქციონირებს. ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ, ახლადგახსნილი ცენტრი მოინახულა და საქმიანობის დასაწყისი მიულოცა კლინიკის თანამშრომლებს.
ცენტრში შესაძლებელია რამდენიმე ტიპის მომსახურების მიღება: ნეიროფსიქოლოგის კონსულტაცია, მეტყველების თერაპია, ქცევითი თერაპია და ფიზიკური თერაპია. დაწესებულება, განვითარების სხვადასხვა დარღვევის (ფიზიკური, გონებრივი, ქცევითი) მქონე პაციენტების მკურნალობაზეა ორიენტირებული.