- დღეს, ფოთის მერიის წინ, “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა და მხარდამჭერებმა აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეებმა, სოლიდარობა გამოუცხადეს მიხეილ სააკაშვილს და მოითხოვეს მისი გათავისუფლება და სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანა.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.
ინფორმაციისთვის: მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები სხვადასხვა ქალაქებში პერიოდულად იმართება.