- ფოთში, მე-15 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორი გარდაიცვალა. 50 წლამდე მამაკაცი რეგისტრატორის პოზიციას იკავებდა.
ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ მამაკაცი კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობისას შეუძლოდ გახდა, ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.