- სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, კორონავირუსით გარდაიცვალა ფოთის მკვიდრი, რომელიც მკურნალობას თბილისში, კოვიდკლინიკაში გადიოდა. გარდაცვლილი 58 წლის ქალია.
ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის 914 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 635 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 24 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 27 956 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 18 953, „პისიარ“ ტესტით – 9 003.