- 17 აგვისტოს, ფოთში, “კეფალის ფესტივალი” გაიმართება. ინფორმაცია ფესტივალის ფეისბუქგვერდზე გავრცელდა.
ღონისძიებები ოქროს ტბაზე ჩატარდება. დაგეგმილია სპორტული თამაშები, კვესტები, მასტერკლასები, ქალთა რბოლა, იოგა, ცეკვა, წყლის თამაშები და საბავშვო წუთები.
ფესტივალის ორგანიზატორების ინფორმაციით, წლევანდელი ფესტივალის სლოგანია “გავაფერადოთ შავი ზღვა”.