ფოთში ელექტრო ავტომობილების დამმუხტველი სადგური მოეწყო

  • ელექტრომობილის დამმუხტველი მოწყობილობა უწყვეტი ელექტრო მომარაგებისა და ელექტრომობილის სუფთა ენერგიით დამუხტვისათვის იყენებს როგორც ელექტრო გამანაწილებელ ქსელს, ასევე, 10kWp სიმძლავრის მზის ფოტო-ელექტრო სადგურს.

პროექტის ფარგლებში, გაიმართა სემინარი საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის, სადაც ქალაქში მდგრადი ურბანული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მნიშვნელობაზე, ადგილობრივი მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის პოლიტიკაზე ისაუბრეს.

ელექტრო ავტომობილების დამმუხტველი სადგური „მზის ენერგია და მდგრადი ურბანული სივრცეები საქართველოს მერების შეთანხმების (CoM)მუნიციპალიტეტებში“ ფარგლებში მოეწყო.

პროექტი „ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველოს“ მიერ, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გლობალური გარემოს დაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამის (GEF SGP) მხარდაჭერით განხორციელდა.

ინფორმაციას ფოთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს

+5