- ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფოთში, 27 ოქტომბერს, კლინიკა “ევექსის” მოწვეული სპეციალისტები ჩაატარებენ სხვადასხვა გამოკვლევასა და კონსულტაციას უფასოდ.
ქალბატონებს, 40-დან 70 წლამდე შესაძლებლობა ექნებათ: ჩაიტარონ უფასო PAP ტესტი და გაიარონ კონსულტაცია გინეკოლოგთან, ასევე ჩაიტარონ უფასო მამოგრაფია და გაიარონ კონსულტაცია მამოლოგთან.
ვიზიტზე ჩასაწერად დარეკეთ: 595 10 18 08.
მისამართი: ქ. ფოთი, კ. გამსახურდიას ქ.№6.