ფოთში, ბარათაშვილის ქუჩაზე, 130 აღსაზრდელზე გათვლილი ბაღი გაიხსნა

  • ქალაქ ფოთში, ბარათაშვილის ქუჩაზე, 130 აღსაზრდელზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა.

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საბავშვო ბაღში თანამედროვე სტანდარტებით მოეწყო როგორც შიდა ინფრასტრუქტურა ასევე გარე სივრცე. შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.

პროექტი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განხორციელდა და მისმა ჯამურმა ღირებულებამ 3 885 000 ლარი შეადგინა.

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, საბავშვო ბაღი სრულად აღიჭურვა თანამედროვე ინვენტარით.