ფოთში, ბავშვთა საავადმყოფოს ყოფილ შენობას ცეცხლი გაუჩნდა In მთავარი, სიახლეPosted იანვარი 17, 2023 ფოთში, მალთაყვას უბანში, ხანძარი იყო. ცეცხლი ბავშვთა საავადმყოფოს ყოფილ შენობას გაუჩნდა, რომელიც ამ ეტაპზე უფუნქციოა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.