- ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, ქალაქის ცენტრალურ პარკში, სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიებით აღინიშნა.
ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პარკში მისული სტუმრები დაესწრნენ საბავშვო-საესტრადო კონცერტს, თოჯინების თეატრს, სამეჯლისო და სპორტული ცეკვების შოუ-პროგრამას. პატარა სტუმრებისათვის გაიმართა ანიმატორების წარმოდგენები და გასართობი თამაშები.
დასრულდა ავტოდრომის და შადრევნის მოწყობა.ეტაპობრივად, პარკის ტერიტორიაზე გაიხსნება ახალი სივრცეები.
დღეიდან, ფოთის ცენტრალური პარკი სრული დატვირთვით მუშაობს.