- ფოთის სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა ახალშობილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ დედას. გადაწყვეტილება მოსამართლე დავით გელაშვილმა მიიღო. დაცვის მხარე გირაოს სანაცვლოდ მის გათავისუფლებას, ან შინაპატიმრობას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ ეს არ გაითვალისწინა.