- ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ახალგაზრდული მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციებს საშუალება ეძლევათ წარმოადგინონ პროექტები და ინიციატივები.
საკონკურსო პროექტების სამიზნე აუდიტორიაა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული 14-დან 29 წლამდე ახალგაზრდები.
“ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის განსახორციელებლად, ფინანსური ხელშეწყობის (დაფინანსება/თანადაფინანსება) პროგრამაში მონაწილეობის უფლება აქვთ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს, ასევე ქალაქ ფოთის საჯარო და კერძო სკოლების თვითმმართველობებს სკოლის დირექციის მეშვეობით. ჩაერთე კონკურსში და გამოგზავნე განაცხადი 2023 წლის 10 ნოემბრის ჩათვლით. პროგრამა ხელს შეუწყობს ახალგაზრდული ორგანიზაციების საქმიანობისა და ინტერესების განვითარებას”-აღნიშნულია ინფორმაციაში.
დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, განაცხადი უნდა გამოგზავნონ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე- cempsypoti@gmail.com ან მატერიალური სახით დაარეგისტრირონ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარიაში (მისამართი: ქ. ფოთი, აღმაშენებლის 12).