- ფოთის მერიის ინფორმაციით, აღმაშენებლის ქუჩა – ქალაქის მთავარი ქუჩა – თავისი ისტორიული და სტრატეგიული მნიშვნელობით, სულ მალე სრულიად განახლებულ იერსახეს მიიღებს. ქუჩა, სადაც ყველაზე მეტი ახალგაზრდა სეირნობს და ყველაზე მეტი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობაა – სარეკონსტრუქციო ღონისძიებების შედეგად ახალ სიცოცხლეს შეიძენს.
პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის “განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე სახლები, რომელთა ასაკი საუკუნეს სცილდება, თანამედროვე შენობებთან ერთად, რეაბილიტირდება.
პროექტის ფარგლებში ხორციელდება ფასადების სრული რეაბილიტაცია, კარ-ფანჯრების შეცვლა ახალი იზოპროპილის ვიტრაჟებით, ენერგოეფექტურობის კომპონენტის გაძლიერება თბოიზოლაციით, დეკორატიული სანათებით შენობების განათება.
ასევე, მოეწყობა ახალი თანამედროვე ტიპის ავტობუსის გაჩერებები, მცირე ტიპის სკვერები და რეკრეაციული სივრცეები, მოხდება ტროტუარის ადაპტირება და ბოძკინტების დამონტაჟება, მთელ ქუჩაზე დაიდგმება დასასვენებელი სკამები.