ფოთს ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის ქალაქ მიენიანგის დელეგაცია ეწვია

  • ქალაქ ფოთს ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის ქალაქ მიენიანგის დელეგაცია ეწვია.

ფოთის მუნიციპალტეტის მერიის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა ბექა ვაჭარაძემ სტუმრებს ქალაქის პრიორიტეტები, გამოწვევები​ და სამოქმედო გეგმები,​ასევე, საინვესტიციო და ტურისტულ​ი​​ ​პოტენციალ​ი გააცნო.

შეხვედრაზე მხარეებმა, ორ ქალაქს შორის მეგობრული კავშირების დანერგვასა და კულტურის, ეკონომიკის, ვაჭრობის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროებში ურთიერთთანამშრომლობის შესაძლებლობებზე ისაუბრეს.

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა მოინახულეს ფოთის პორტი და საზღვაო სასწავლებელი.