- ქალაქ ფოთს, ოფიციალური ვიზიტით, ისრაელის დელეგაცია სტუმრობდა დამეგობრებული ქალაქ კირიატ იამიდან.
ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქალაქ კირიატ იამის მერის დავიდ ევენ ცურის და დელეგატების ვიზიტის მთავარი მიზანი გახლდათ ქალაქებს შორის პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავება; ეკონომიკური, კულტურული და ეროვნული გამოცდილების გაცვლა და ფოთის საინვესტიციო, კულტურული და ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა;
ვიზიტის ფარგლებში ოფიციალური შეხვედრები გაიმართა ქალაქ ფოთსა და სენაკში. მხარეებმა განიხილეს დელეგაციის წევრთა საინვესტიციო შესაძლებლობების გამოყენება/გაღრმავების საკითხები; ასევე, შეთანხმდნენ კულტურისა და განათლების სფეროებში პარტნიორული პროგრამების დაგეგმვასა და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე. სტუმრები დაესწრნენ ებრაული კულტურის დღეებს ქალაქ ფოთში, გაეცნენ ქართულ ფოკლორსა და ქალაქ ფოთის ისტორიულ წარსულს.
ქალაქი კირიატ იამი ფოთთან დამეგობრებული ქალაქია 2015 წლიდან.