- ფოთის ცენტრალურ სტადიონზე არსებულ საფეხბურთო ბაზას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
ფოთის მერიის ინფორმაციით, პროექტი განხორციელდა საფეხბურთო კლუბ ,,კოლხეთი 1913 ”- ის განვითარებისა და ქალაქში საფეხბურთო მიმართულებების ხელშეწყობის მიზნით.
სამუშაოების ფარგლებში მოეწყო ახალი სახურავი, გათბობის სისტემა, სველი წერტილები, სამედიცინო პუნქტი. რეაბილიტირდა ოთახები და გარე ფასადი, შეიცვალა კარ-ფანჯრები, შენობაში დამონტაჟდა სახანძრო უსაფრთხოების სისტემა. უახლოეს პერიოდში საფეხბურთო ბაზა აღიჭურვება ახალი ინვენტარით.
მიმდინარე სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა.
ადგილობრივი ხელისუფლება აქტიურად გააგრძელებს სპორტის სხვადასხვა სახეობისა და სპორტსმენების მხარდაჭერას, რათა მომავალ თაობას ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრებისა და სპორტული წარმატებების მიღწევის მოტივაცია გაეზარდოს.