- ფოთის სკოლებში, საგანმანათლებლო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას ფოთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
პროექტის ფარგლებში N-4 საჯარო სკოლაში სახურავის რეაბილიტაცია, სპორტდარბაზის, სველი წერტილების და გასახდელების, პირველი სართულის ფოიეს მოწყობა მიმდინარეობს, ხოლო N-12 საჯარო სკოლაში საკლასო ოთახების და სპორტდარბაზის კეთილმოწყობა.
მიმდინარე სარემონტო სამუშაობი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მას ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,ბემა” აწარმოებს.
სკოლებში ინფრასტრუქტურული მიმართულებით ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა. შესაბამისად, პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაწყებული მასშტაბური პროექტის ფარგლებში , ფოთში 6 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია და 1 ახალი სკოლის მშენებლობა არის დაგეგმილი.