- ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 13-14 მაისს, პირველად საქართველოში, ,,ფოთის სითითონი 2023″ ჩატარდა.
კონკურსის მონაწილეებმა, იდეების შემუშავებაზე შერჩეულ მენტორებთან ერთად იმუშავეს, გაერთიანდნენ საერთო მიზნისთვის – ქალაქ ფოთის, მისი მაცხოვრებლებისა და ადგილობრივი ბიზნესის წინაშე მდგარი რეალური გამოწვევების შესაძლებლობებად გარდაქმნისთვის.
ფოთის სითითონის ფარგლებში, 3 გამარჯვებული პროექტი გამოვლინდა. თითოეულს 5000 ლარიანი ფულადი ჯილდო გადაეცა პროექტების შესასრულებლად.
გამარჯვებული გუნდები არიან:
„პორტალი“ – ფოთის ძველი იერსახის ახალი ხედვით შეცვლა, მიურალის მინის ბიუსტისა და AR ტექნოლოგიის საშუალებით.
ანი სულიკაშვილი, ცოტნე ხორიაშვილი, საბა ბაღდავიძე, გრიგოლ რობაქიძე.
„ფოთის არტ-რეზიდენცია“ – ხელოვნების არტიზანული საქმიანობის აღორძინება ფოთში და დიზაინერული სუვენირების წარმოება.
ინგა კიბირია, მანანა მიქაშავიძე.
„ომერტა“ – მულტიფუნქციური სივრცე მალთაყვის სანაპიროზე, კინოთეატრით, ბავშვთა გასართობი სივრცით, მინი ბარითა და ნივთების შესანახი სათავსო/სკივრით.
მარი ნადირაშვილი, დავით არჩაია.
ფოთის სითითონი მდგრადი განვითარების და ინოვაციების სამსახურის ჩართულობით და ორგანიზებით ჩატარდა.