- 13-14 მაისს, საქართველოში პირველად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის, გერმანული საკონსულტაციო ორგანიზაცია Mesopartner-ის მხარდაჭერით ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში მართავს სითითონს თემაზე “ფოთი – ქალაქი ზღვას, მდინარეებსა და ტბებს შორის“.
ფოთის მერიის ინფორმაციით, სითითონის მიზანი ფოთის “ლურჯი ეკონომიკის“ განვითარების მაღალი პოტენციალის წარმოჩენა და ქალაქის, ადგილობრივი მოსახლეობისა და ბიზნეს-სექტორის გამოწვევების შესაძლებლობად გარდაქმნაა.
თითოეულ გამარჯვებულს იდეის განსახორციელებლად გადაეცემა 5 000 (ხუთი ათასი) ლარი.
სითითონში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს 16 წლის ასაკიდან.
მონაწილეობა შესაძლებელია ინდივიდუალურად და გუნდურად. გუნდური მონაწილეობის შემთხვევაში, სარეგისტრაციო ფორმა უნდა შეავსოს გუნდის თითოეულმა წევრმა, ინდივიდუალურად.
სითითონის წესებისა და რეგულაციების შესახებ, ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://shorturl.at/artJ7
სითითონში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდით შემდეგ ბმულზე: shorturl.at/lFMQ0