- ფოთის საზღვაო ხელოვნების რეზიდენციის პროგრამით ცხადდება საგრანტო კონკურსი ადგილობრივი სახელოვნებო სახელოსნოებისთვის, რომლის ფარგლებშიც საერთაშორისო და ქვეყნის მასშტაბით-კულტურის პროფესიონალები და ხელოვანები ეწვევიან ქალაქ ფოთს და მარინისტულ თემაზე ნამუშევრებს შექმნიან.
ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დაინტერესებულმა ორგანიზაციამ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში, 2024 წლის 9 სექტემბრამდე უნდა წარმოადგინოს დოკუმენტაცია ელექტრონულ ფოსტაზე: poti.info@gmail.com
დეტალური ინფორმაცია კონკურსის ჩატარების წესის შესახებ იხილეთ ბმულზე https://tinyurl.com/ysptzasf