- ფოთის ცენტრალურ პარკში, განათება “LOVE” წარწერის გამოსახულებით დააზიანეს. გატეხილია და მწყობრიდანაა გამოსული განათების დეკორაცია და ნათურები.
“მუშა ჯგუფი შესაკეთებელ სამუშაოებს უკვე ასრულებს. პარკის ადმინისტრაცია გაფრთხილებთ, თავი შეიკავოთ მსგავსი ქმედებებისგან. გაითავისეთ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა. მიზანმიმართულად ნუ დაამტვრევთ და დააზიანებთ ინვენტარს. გაუფრთხილდით ინფრასტრუქტურას. მოვუაროთ და შევინარჩუნოთ, განახლებული პარკის იერსახე”.-ნათქვამია ფოთის ცენტრალური პარკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.