- ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში განხორციელდა გზის სავალი ნაწილის აღდგენა, სანიაღვრე არხების მოწყობა,ტროტუარების მოწესრიგება.
საავტომობილო გზის დამატებით, გაიჭრა ახალი 350 მეტრი მონაკვეთი, რის შედეგადაც იერუსალიმის ქუჩა 8 მარტის ქუჩას დაუკავშირდა.
იერუსალიმის ქუჩაზე გზის მოასფალტების სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა.