- დღეს, ქალაქ ფოთს ოფიციალური ვიზიტით რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი – რეზვან როტუნდუ ეწვია.
ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქალაქის მერთან გამართულ შეხვედრაზე, დაიგეგმა სამომავლო ორმხრივი თანამშრომლობა ეკონომიკის, განათლების და კულტურის მიმართულებით. მხარეები შეთანხმდნენ ორი საპორტო ქალაქის, ფოთის და კონსტანცას დამეგობრების შესაძლებლობაზე.
სექტემბერში ჩაინიშნა ქალაქ კონსტანცას მერის ვიზიტი ფოთში.