- ქალაქ ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე ძველ ქალაქებში ტურიზმის მდგრადი განვითარების ფორუმს დაესწრო, რომელიც ანტალიაში მურატფაშას მუნიციპალიტეტში ჩატარდა.
ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფომაციით, ფორუმზე 27 ქვეყნის 52 უძველესი ქალაქის დელეგატი იყო მიწვეული. ფორუმის მიზანი იყო, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებს ერთმანეთისთვის გაეცნო ქალაქების ტურისტული პოტენციალი, კულტურა, ისტორია და მემკვიდრეობა.