- 13-14 მაისს, საქართველოში პირველად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის, გერმანული საკონსულტაციო ორგანიზაცია Mesopartner-ის მხარდაჭერით, ფოთის მუნიციპალიტეტში მართავს სითითონს თემაზე „ფოთი – „ქალაქი ზღვას, მდინარეებსა და ტბებს შორის“. ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, სითითონის მიზანი ფოთის „ლურჯი ეკონომიკის“ განვითარების მაღალი პოტენციალის წარმოჩენა და ქალაქის, ადგილობრივი მოსახლეობისა და ბიზნეს-სექტორის გამოწვევების შესაძლებლობად გარდაქმნაა.
“თითოეულ გამარჯვებულს იდეის განსახორციელებლად გადაეცემა 5 000 (ხუთი ათასი) ლარი. სითითონში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს 16 წლის ასაკიდან. მონაწილეობა შესაძლებელია ინდივიდუალურად და გუნდურად. გუნდური მონაწილეობის შემთხვევაში, სარეგისტრაციო ფორმა უნდა შეავსოს გუნდის თითოეულმა წევრმა, ინდივიდუალურად.”-აღნიშნულია ინფრმაციაში.
სითითონის წესებისა და რეგულაციების შესახებ, ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე: shorturl.at/rBEHV
სითითონში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდით შემდეგ ბმულზე: shorturl.at/lFMQ0