- ფალიაშვილის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დასრულდა.
ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში დაიგო ასფალტო-ბეტონის საფარის სამი ფენა, მოეწყო ტროტუარები, მიერთებები, სანიაღვრე არხები და გადასასვლელი ხიდ-ბოგირები.
განხორციელდა საგზაო ნიშნების მონტაჟი და გზის მონიშვნის სამუშაოები.
აღნიშნული ღონისძიებები საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაფინანსებით ჩატარდა.