- საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის განცახდებით, 2022 წლის იანვრიდან საჯარო მოხელეების ხელფასები გაიზრდება.
“ …2022 წლის იანვრიდან ჩვენ დავიწყებთ საჯარო მოსამსახურეების ხელფასების ზრდას ეტაპობრივად, ეს არის აუცილებელი, ვინაიდან სახელმწიფო სამსახურში დასაქმებული ადამიანები ვეღარ ხედავენ მოტივაციას, ჩვენ ვერ ვუძლებთ კონკურენციას კერძო სექტორთან, ამიტომ აუცილებელია აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა. ჩვენ გავზრდით მერების ხელფასებს და პრაქტიკულად გაორმაგება გვაქვს გადაწყვეტილი, წარმოუდგენელია მერმა იმუშავოს 2000 ლარად და ემსახუროს უზარმაზარ ქალაქს…“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.