საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების 5 219 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 42 პაციენტი

  • საქართველოში კორონავირუსის 5 219 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 2 348 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 42 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 57 301 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 36 635, „პისიარ“ ტესტით – 20 666.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 9,11%, ბოლო 14 დღის – 8,79%, ბოლო შვიდი დღის – 9,02%.

კარანტინის რეჟიმშია 48, სტაციონარში მეთვალყურეობას 5 679 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 003 პირი.

დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 219 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 775 შემთხვევა, აჭარა – 142, იმერეთი – 907, ქვემო ქართლი – 375, შიდა ქართლი – 442, გურია – 104, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 339, კახეთი – 879, მცხეთა-მთიანეთი – 104, სამცხე-ჯავახეთი – 101, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 51.

კომენტარის დატოვება