- ფოთში, სარსანიას ქუჩაზე, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის მასშტაბური სამუშაოები დასრულდა.
“ნაბადის უბნისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილში, სადაც არის საჯარო სკოლა, საბავშვო ბაღი და ბევრი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი, სრულიად მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა. ამ მიმართულებით კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. შესაბამისად, ვაგრძელებთ საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოების დაგეგმვასა და განხორციელებას ქალაქის სხვადასხვა უბანში”- განაცხადა ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ.