- ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფომაციით, საზღვარგარეთ უმაღლესი სასწავლებლების ფოთელი სტუდენტებისთვის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდია დაწესდა. სტიპენდიაზე განაცხადების მიღება 4 სექტემბრიდან იწყება.
“თუ ხარ სტუდენტი, რომელიც საზღვარგარეთ სწავლობს და გაქვს 2022-2023 სასწავლო წლის წარმატებული შედეგები – ჩაერთე კონკურსში და მოიპოვე სტიპენდია. ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდიის მიზანია სწავლაზე ორიენტირებული, მოტივირებული და წარმატებული ფოთელი სტუდენტების ფინანსური წახალისება”. -აღნიშნულია ფოთის მერიის ინფორმაციაში.
კონკურსში მონაწილეობისთვის 4 სექტემრიდან 6 ოქტომბრის 18:00 საათამდე გამოაგზავნეთ განაცხადი მითითებულ ელ.ფოსტაზე: scholarship@poti.gov.ge
დეტალური ინფორმაცია კონკურსის წესებისა და პირობების შესახებ იხილეთ ბმულზე: http://tinyurl.com/yfw7f3dz