- ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი წელს უკვე მეორედ ახორციელებს კინოსკოლის პროექტს ახალგაზრდებისათვის.
პროექტის მონაწილეები სამსახიობო ხელოვნებას, კინოდრამატურგიას, კინოსაოპერატორო ხელოვნებას, კინორეჟისურას და მონტაჟს, კინოსა და კულტურის მენეჯმენტს შეისწავლიან. ამასთანავე პრაქტიკაში განახორციელებენ მიღებულ ცოდნას და გადაიღებენ მოკლემეტრაჟიან (5-10 წთ) სამოყვარულო ფილმებს.
თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, რეჟისორები, განათლების ეროვნული ხარისხის ცენტრის ექსპერტები ჩაატარებენ.
კინოსკოლაში 44 მოსწავლე იღებს მონაწილეობას.
„საზაფხულო საყმაწვილო კინოსკოლის“ გახსნას ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ლექსო თოდუა დაესწრო და მონაწილეებს წარმატებები უსურვა.
ინფორმაციას ფოთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს