საქმე # 01-10/178
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა
საარბიტრაჟო სარჩელის და თანდართული დოკუმენტების მოპასუხეზე ჩასაბარებლად მისი საჯაროდ მოწვევის შესახებ.
ქ. ბათუმი 05 ივნისი, 2023 წელი
შპს “აჭარის არ სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო არბიტრაჟი”-ს
არბიტრი: როსტომ გუნთაიშვილი
საარბიტრაჟო მოსარჩელე: შპს “მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ბერმელი”, ს/კ 245431108;
წარმომადგენელი: ლანა ფარტენაძე (პ/ნ 61006076996), თანახმად მინდობილობისა ვადით 31.01.2024 წ;
საარბიტრაჟო მოპასუხე: ფ/პ ირაკლი ნოზაძე (პ/ნ 422001019028).
დავის საგანი: თანხების, ფულად – საკრედიტო ურთიერთობიდან გამომდინარე თანხების გადახდის დაკისრება მსესხებელზე, სესხის ძირ თანხაზე მოპასუხეზე წლიური 0,17% გადახდის დაკისრება გადაწყვეტილების აღსრულებამდე, საარბიტრაჟო მოსაკრებლის და სხვა ხარჯების მოპასუხეზე გადახდის დაკისრება.
ერთპიროვნულად განვიხილე საარბიტრაჟო მოსარჩელის წარმომადგენელის შუამდგომლობა “საარბიტრაჟო სარჩელის და თანდართული დოკუმენტების მოპასუხეზე ჩასაბარებლად მის საჯაროდ მოწვევის შესახებ”.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2023 წლის 10 მაისის, შპს “აჭარის არ სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო არბიტრაჟი”-ს არბიტრმა როსტომ გუნთაიშვილმა მიიღო დადგენილება “საარბიტრაჟო სარჩელის წარმოებაში მიღების და არბიტრაჟის კომპეტენციის ცნობის შესახებ”. არბიტრაჟის მცდელობა მოპასუხეს ჩაბარებოდა საარბიტრაჟო სარჩელი და თანდართული დოკუმენტები, დასრულდა უშედეგოდ. ყველა დაზღვეული საფოსტო გზავნილი, იმ მისამართზე რომელიც მითითებულია ხელშეკრულებაში, უკან დაბრუნდა არბიტრაჟში წარწერით “წარუმატებელი ჩაბარება".
2023 წლის 05 ივნისს საარბიტრაჟო მოსარჩელეს წარმომადგენელმა არბიტრაჟს მომართა შუამდგომლობით
“საარბიტრაჟო სარჩელის და თანდართული დოკუმენტების მოპასუხეზე ჩასაბარებლად მის საჯაროდ მოწვევის შესახებ”, რაც დაკმაყოფილდა.
ვიხელმძღვანელე რა “არბიტრაჟის შესახებ" საქართველოს კანონის მე-8; მე-16; 27-ე; 32-ე მუხლებით და მუდმივმოქმედი
არბიტრაჟის დებულების მე-13 მუხლის 1 და 6 პუნქტებით;
დ ა ვ ა დ გ ი ნ ე:
- დაკმაყოფილდეს საარბტრაჟო მოსარჩელეს წარმომადგენელის შუამდგომლობა სამოქალაქო საქმეზე, #01-10/178, საარბიტრაჟო სარჩელის მოპასუხე ფ/პ ირაკლი ნოზაძე (პ/ნ 422001019028), საჯაროდ მოწვეული იქნეს არბიტრაჟში საარბიტრაჟო სარჩელის და თანდართული დოკუმენტების ჩაბარების მიზნით.
- განემარტოს ფ/პ ირაკლი ნოზაძეს (პ/ნ 422001019028), რომ წინამდებარე დადგენილების საჯაროდ გამოქვეყნებიდან შვიდი დღის განმავლობაში, გამოცხადდეს შპს ,”აჭარის არ სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებულ საერთაშორისო არბიტრაჟიში” (ქ. ბათუმი, ახ. მელაშვილის ქ. # 26, მე-3 სართული, საკ. ტელ: 577 78 19 77, 10.00 სთ-დან 17.00 სთ-მდე, დასვენების და უქმე დღეების გარდა), საარბიტრაჟო სარჩელის და თანდართული დოკუმენტების მისაღებად. წინააღმდეგ შემთხვევაში, საარბიტრაჟო უწყება, სარჩელი და თანდართული დოკუმენტები ჩაითვლება ჩაბარებულად. საჯარო მოწვევის, საჯაროდ გამოცხადებიდან შვიდი დღის გასვლის შემდგომ.
- დადგენილება, “საარბიტრაჟო სარჩელის და თანდართული დოკუმენტების მოპასუხეზე ჩასაბარებლად მის საჯაროდ მოწვევის შესახებ”, გამოქვეყნდეს მოპასუხეს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – ქ.ფოთში გამომავალ გაზეთში, მოსარჩელე მხარის ხარჯით.
- არბიტრაჟის დადგენილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
შპს “აჭარის არ სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან
არსებული საერთაშორისო არბიტრაჟი”-ს არბიტრი: /როსტომ გუნთაიშვილი/