“ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ფოთში არის ძალიან გამოცდილი, მძიმეწონიანი პოლიტიკოსი, რომელმაც უდიდესი გამოცდილება მიიღო განვლილ წლებში. მისი მოწინააღმდეგეებიც, ბიძინა ივანიშვილიც კი ვერ უარყოფს, რომ თბილისი მნიშვნელოვნად, სასიკეთოდ წინ წასწია და ეჭვი არ მეპარება, იგივეს გააკეთებს ფოთში, როგორც გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი. მაგრამ მანამდე რეფერენდუმში უნდა მოვიპოვოთ გამარჯვება. გამარჯვება უნდა მოვიპოვოთ ხალხმა. დავივიწყოთ ნებისმიერი პოლიტიკური პარტია. აღარაა ეს პარტიული ბრძოლა, ესაა საზოგადოების ბრძოლა. ჩვენ, როგორც საზოგადოების წევრები ამ ბრძოლაში სხვადასხვა ამპლუით ვართ ჩაბმული“,- განაცხადა ნიკა მელიამ.