ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდიაზე განაცხადების მიღება 31 მარტს დასრულდება

  • ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდიაზე განაცხადების მიღება 31 მარტს დასრულდება.

​უწყების ცნობით, განაცხადები მიიღება და სტიპენდია გაიცემა 2 მიმართულებით:

“უკვე ტრადიციულად, ყველა ფოთელი სტუდენტისთვის, რომელიც სწავლობს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული, ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პირველი და მეორე საფეხურის პროგრამებზე – 30 სტუდენტი გახდება სტიპენდიატი.

​ასევე, სტიპენდია გაიცემა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ​ი, ავტორიზებულ​ი უმაღლეს​ი საგანმანათლებლო დაწესებულებების პირველი საფეხურის პროგრამების 5 სტუდენტისათვის.

თუ ხარ სტუდენტი და გაქვს 2024-2025 სასწავლო წლის პირველი სემესტრის წარმატებული შედეგები​ – ჩაერთე კონკურსში და მოიპოვე დაფინანსება!

ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდიის მიზანია სწავლაზე ორიენტირებული, მოტივირებული და წარმატებული ფოთელი სტუდენტების ფინანსური წახალისება.

კონკურსში მონაწილეობისთვის 6 მარტიდან – 31 მარტის 18:00 საათის ჩათვლით გამოგზავნეთ განაცხადი მითითებულ ელ.ფოსტაზე: scholarship@poti.gov.ge ან დოკუმენტაცია წარმოადგინეთ მატერიალური სახით ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში (მისამართი: აღმაშენებლის ქუჩა N12)”-აღნიშნულია ინფორმაციაში.