ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდიაზე განაცხადების მიღება დაიწყო

  • ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდიაზე განაცხადების მიღება დაიწყო.

განაცხადები მიიღება და სტიპენდია გაიცემა 2 მიმართულებით:

უწყების ცნობით, ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდიის მიზანია სწავლაზე ორიენტირებული, მოტივირებული და წარმატებული ფოთელი სტუდენტების ფინანსური წახალისება.

კონკურსში მონაწილეობისთვის 6 მარტიდან – 31 მარტის 18:00 საათის ჩათვლით გამოგზავნეთ განაცხადი მითითებულ ელ.ფოსტაზე: scholarship@poti.gov.ge ან დოკუმენტაცია წარმოადგინეთ მატერიალური სახით ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში (მისამართი: აღმაშენებლის ქუჩა N12)