მომდევნო დღეებში გრილი და ნალექიანი ამინდი შენარჩუნებული იქნება

  • გარემოს ეროვნული სააგენტო, 15-17 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, 17 აპრილამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება გრილი და ნალექიანი ამინდი, ხოლო 17 აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს და დათბება.

“ქ. თბილისში 15-16 აპრილს იწვიმებს, 16 აპრილს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 15-16 აპრილს დღისით +12, +14 გრადუსი დაფიქსირდება, 17 აპრილს კი +20 გრადუსამდე დათბება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 15 აპრილს შენარჩუნებული იქნება გრილი და წვიმიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება. 16-17 აპრილს გამოიდარებს და +17,+19 გრადუსამდე დათბება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 15 აპრილს შენარჩუნებული იქნება გრილი და წვიმიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +11, +13 გრადუსი დაფიქსირდება. 16-17 აპრილს გამოიდარებს და +18, +20 გრადუსამდე დათბება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 15-16 აპრილს ზოგან ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +13 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 17 აპრილს +15, +20 გრადუსამდე მოიმატებს.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 15-16 აპრილს ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +3, +8 გრადუსი დაფიქსირდება. 17 აპრილს გამოიდარებს და ტემპერატურა +12, +17 გრადუსამდე მოიმატებს.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.