მერია-ფოთში 20 მილიონი ლარის ღირებულების გზების რეაბილიტაციის პროექტი დაიწყო

  • ფოთის მუნიციალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფოთში 20 მილიონი ლარის ღირებულების გზების რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც გზის სავალი ნაწილის სრული რეაბილიტაცია განხორციელდება მნიშვნელოვანი დატვირთვის 10 ქუჩაზე.

უწყების ცნობით, ჯამში, 17 კმ-ზე მეტი სიგრძის გზის მონაკვეთზე, დაიგება 2 ფენა ასფალტო-ბეტონის საფარი.

პროექტის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია წყალმომარაგებისა და წყალარინების მშენებლობის პროცესში დაზიანებული გზების რეაბილიტაცია.