- ფაშიზმზე გამარჯვების აღსანიშნავად და ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ქალაქის მერმა ბექა ვაჭარაძემ, საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად დიდების მემორიალი ყვავილებით შეამკო.
ფაშიზმის წინააღმდეგ ომში შვიდასი ათასი ჩვენი თანამემამულე მონაწილეობდა, რომელთაგან სამასი ათასზე მეტი გმირულად შეეწირა ბრძოლას, მათ შორის ორი ათასზე მეტი ჩვენი თანაქალაქელი.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების სახით – 2000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები 1000 ლარს მიიღებენ.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებთან გათანაბრებულ 18 პირს, ფულადი თანხა გადაეცა.
განსაკუთრებული პატივისცემით და მადლიერებით ვულოცავთ ჩვენს ვეტერანებს გამარჯვების დღეს და გმირულად დაღუპულთა ხსოვნას კიდევ ერთხელ პატივს მივაგებთ!
ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს