კურსდამთავრებულების 4-თვიანი ანაზღაურებადი სამთავრობო პროგრამა იწყება

  • 2024 წლის სექტემბრიდან, კურსდამთავრებულების 4-თვიანი ანაზღაურებადი სამთავრობო პროგრამა იწყება. სტაჟირების პროგრამაში ჩართვის მსურველთა განაცხადების მიღება მიმდინარე წლის 2 აგვისტოდან დაიწყება და 8 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ აპარატის საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების სტაჟიორის ვაკანსიაზე კონკურსი გამოაცხადა.