კორონავირუსით ფოთის მცხოვრები გარდაიცვალა

  • სამეგრელო-ზემო სვანეთის სმახრაეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება 23 კოვიდ ინფიცირებული მოქალაქე.

რუხის კლინიკაში იმყოფება 180 კოვიდ პაციენტი, მათ შორის მძიმე 55 ადამიანი.

ფოთის კლინიკაში იმყოფება კოვიდ 41 პაციენტი.

სენაკის კლინიკა “სენამედში” იმყოფება 42 კოვიდ პაციენტი.

ფოთის კლინიკა ‘ბომონდში” იმყოფება 47 კოვიდ პაციენტი, მათ შორის მძიმე 3 პირი.

აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკა 26 პაციენტი.

სენაკი ლაზიკა მედი 106 პაციენტი, მათ შორის მძიმე 2 და საშუალო სიმძიმის 102 მოქალაქე.

დღის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 30 ადამიანი.

ამავე ინფორმაციით, რეგიონის კოვიდ კლინიკებში კორონავირუსით გარდაიცვალა 5 პაციენტი. აქედან 4 პაციენტი, ზუგდიდის მცხოვრები 83 წლის ქალი, მესტიის მცხოვრები 76 წლის მამაკაცი, ზუგდიდის მცხოვრები 68 წლის ქალი, ფოთის მცხოვრები 66 წლის ქალი, რუხის კლინიკაში გარდაიცვალა. 63 წლის ქალი, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიიდან იყო გადმოყვანილი რეფერალურ ჰოსპიტალში გარდაიცვალა.

კომენტარის დატოვება