კორონავირუსით ინფიცირების 5340 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 62 პაციენტი

  • დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5340 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 3631 პირი და გარდაიცვალა 62 პაციენტი.

დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 340 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 956 შემთხვევა, აჭარა – 217, იმერეთი – 1 059, ქვემო ქართლი – 413, შიდა ქართლი – 446, გურია – 130, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 328, კახეთი – 492, მცხეთა-მთიანეთი – 109, სამცხე-ჯავახეთი – 119, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -71.

გუშინ, საქართველოში 55 301 ტესტი ჩატარდა.

კომენტარის დატოვება