“ეიპიემ ტერმინალს ფოთმა” განახორციელა პროექტი

  • წელს, პირველად “ეიპიემ ტერმინალს ფოთმა” განახორციელა პროექტი: საზაფხულო სკოლა თანამშრომლების შვილებისთვის.

ორკვირიანი საზაფხულო სკოლის ფარგლებში, პროექტის 15 მონაწილეს მიეცა უნიკალური შესაძლებლობა გასცნობოდნენ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ობიექტის – ფოთის საზღვაო ნავსადგურის საქმიანობას, გარემოს, სადაც მათი მშობლები არიან დასაქმებულები და ამავე დროს მიეღოთ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა სხვადასხვა დეპარტამენტში, მათივე ინტერესის შესაბამისად. სწავლების მეორე კვირა დაეთმო ახალგაზრდების მომავალი კარიერული დაგეგმარებისთვის საჭირო საკითხებს.

ინფორმაციას ეიპიემ ტერმინალს ფოთი  ავრცელებს