- ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 10 ოქტომბერს, 21:00 საათიდან, ქალაქ ფოთში მავნე მწერების საწინააღმდეგო ღონისძიების ფარგლებში, თერმული ბოლით დამუშავდება დასახლებული პუნქტები და მიმდებარე ტერიტორია.
რეკომენდაცია უსაფრთხოებისათვის: თერმული ბოლით დამუშავებისას, დახურეთ კარები და ფანჯრები, არ დატოვოთ გარე სივრცეში პირადი ნივთები, მოერიდეთ ნისლში მოხვედრას. ნისლის გაფანტვის შემდეგ შეგიძლიათ დაუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს.